en
ge

პროექტების დაგეგმვის ტრენინგი შიდა ქართლის სკოლების პედაგოგებისათვის

შიდა ქართლი. 27 ოქტომბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის საზოგადოება „ბილიკში" ჩატარდა პროექტების დაგეგმვის ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებისათვის კომპეტენციის ამაღლებას პროქტების წერის მიმართულებით. 
 აღნიშნულ ტრენინგს არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის" ტრენერი ნათია გიორგიძე უძღვებოდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის 14 სკოლის პედაგოგმა, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი მიეღოთ დამატებითი ცოდნა პროექტების დაგეგმვის შესახებ. 
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს: ტრენინგის ამოცანები, პროექტის მართვის სტილი, რომელიც მოიცავდა გონებრივ იერიშს და ჯგუფებისათვის დავალებებს, პროექტის მართვის ციკლი, პროექტის დაგეგმვა, სიტუაციური ანალიზები, პროექტის მიზნები და ამოცანები, როგორ ხდება პროექტის განხორციელება და შეფასება. ბოლოს კი თავად პროგრამის ფარგლებში მცირე საგრანტო კონკურსის საპროექტო თემები განიხილეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023