en
ge

ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს

ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურათშორის დიალოგს საერთაშორისო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევს. ეს ტრადიცია მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის ისტორიასთანაა დაკავშირებული და ძალებს სწორედ მულტი-ბილატერული დიალოგის ინიციატივებიდან იკრებს. სამინისტრო აცხადებს კონკურსს კულტურათშორისი დიალოგის სფეროში წარმატებით განხორციელებული პროექტების დასაჯილდოებლად.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა თუ თქვენი პროექტი ფოკუსირებულია ინტერკულტურული დიალოგის საკითხებზე და მისი აქტივობები ეხება სულ მცირე, ერთ-ერთს ჩამოთვლილი სფეროებიდან:
ხელოვნება/კულტურა;
ახალგაზრდული;
ადამიანის უფლებები;
გლობალური სამოქალაქო განათლება.

საუკეთესო პროექტები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:
კატეგორია - მდგრადი განვითარება: საუკეთესო პრაქტიკის პროექტი
კატეგორია - უახლესი მოვლენები: საუკეთესო პროექტი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
კატეგორია - ინოვაცია: ყველაზე ინოვაციური ინტერკულტურული პროექტი
კატეგორია მედია - მედიის წვლილი ინტერკულტურული დიალოგის მიღწევაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც არამომგებიან ორგანიზაციებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასოციაციებს, ფონდებს, საქველმოქმედო საგანმანათლებლო და რელიგიურ ორგანიზაციებს), ასევე ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს.
წყარო: www.bmeia.gv.at