en
ge

საგრანტო კონკურსი: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩართო პროგრამა მეცნიერთა მონაწილეობით

რუსთაველის ფონდი აცხადებს „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020"-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის" 2018 წლის საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანი: ა) საქართველოს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020"-ში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა;
ბ) მაღალი ხარისხის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ღონისძიებებსა და საერთაშორისო კონსორციუმებში გაერთიანებისათვის საქართველოს მეცნიერთათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
გ) საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება.
წყარო: rustaveli.org.ge