1. წარმოადგენენ თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქველმოქმედო ორგანიზაციებს?
მიუხედავად იმისა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობა არსებითად საქველმოქმედო საქმიანობას წარმოადგენს, ისინი ავტომატურად არ ითვლებიან საქველმოქმედო ორგანიზაციებად. იმისათვის, რომ ისინი ჩაითვალონ საქველმოქმედო ორგანიზაციებად, აუცილებელია, რომ მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღონ ასეთი სტატუსი.
2. ვის შეიძლება მიენიჭოს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სტატუსის მინიჭებას?
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც:
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
3. რა ვადით ხდება საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება?
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ და სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.
4. რა სახის საქმიანობა ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად?
საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებიც ითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, კერძოდ საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
1. დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
2. ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა; გარემოს დაცვა; დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; კულტურა; განათლება; მეცნიერება; ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი; ხელოვნება; ჯანმრთელობის დაცვა; სოციალური დაცვა.
5. რა დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად?
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისთვის შემოსავლების სამსახურს წარედგინება წერილობითი განცხადება და განსაზღვრული დოკუმენტები. წერილობით განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს:
6.რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე?
განცხადების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება.
7.რა შემთხვევაში შეიძლება გაუუქმდეს ორგანიზაციას საქველმოქმედო სტატუსი?
ორგანიზაციას საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უუქმდება:
8. შესაძლებელია თუ არა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის აღდგენა?
ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.
1.რა განსხვავებაა კავშირსა და ფონდს შორის?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვილებების თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირების კავშირებად და ფონდებად დაყოფა არ ხდება, კანონი იცნობს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ერთიან ცნებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი შეიძლება იყოს, როგორც წევრობაზე დაფუძნებული, აგრეთვე არ იყოს დამოკიდებული წევრობაზე.
2. რომელი არასამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაცია ხდება?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება, საქართველოში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოში.
3. რომელი ორგანო ახორცილებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
4. აუცილებელია თუ არა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ჰქონდეს წესდება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35–ე მუხლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. გადა ამისა, თუ დამფუძნებლები სხვა რამეს არ დაადგენენ, წესდება შეიძლება წარმოადგენდეს იმ სადამფუძნებლო დოკუმენტს - დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას, რომელიც წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის.
5. რამდენი პირია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისთვის?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმაც, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
6. რა ვადაშია ვალდებული მარეგისტრირებელი ორგანო, რომ რეგისტრაციაში გაატაროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩვეულებრივ, ახორციელებს 1 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, ცვლილებების რეგისტრაცია ან მისი შეწყვეტის რეგისტრაცია მოხდეს განცხადების შეტანის დღესვე. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას გადაიხდევინება მომსახურების დამატებითი საფასური.
7. რა დოკუმენტებია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს„მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.
რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება "მეწარმეთა შესახებ", "პროფესიული კავშირების შესახებ" და "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონებით.
8. რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება (შესაძლებელია წესდება) უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
9.რა შემთხვევაშია აუცილებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცვლილებების რეგისტრაცია?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
10. საჭიროებს თუ არა რეგისტრაციას საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი?
2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი რეგისტრაციას არ საჭიროებს.
11. რამდენს შეადგენს მომსახურების საფასური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პირველადი რეგისტრაციის ან\და ცვლილებების რეგისტრაცისთვის?
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციისთვის, საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, თუ ეს პროცედურა ხორციელდება 1 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პროცედურა ხორციელდება განცხადების შეტანის დღეს (დაჩქარებული მომსახურება), საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 200 ლარს.
1. შეუძლია თუ არა დამფუძნებლებმა მიიღონ გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ?
არასამეწარმეო იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით უნდა განისაზღვროს ის ორგანო ან პირი რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ. შესაბამისად თუ სადამფუძნებლო დოკუმენტაციით ეს უფლებამოსილება მინიჭებული ქვს დამფუძნებლებს, ასეთ შემთხვევაში მათ ეს შეუძლიათ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.
2. შესაძლებელია თუ არა არასამეწარმეო იურიდიული პირის რეორგანიზაცია სამეწარმეო იურიდიულ პირად?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.
3, ვინ შეიძლება იყვნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდატორები როდესაც ლიკვიდაცია ხდება თავად იურიდიული პირის გადაწყვეტილებით?
თუ არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება თვად იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდატორებად, ინიშნებიან სადამფუძნბელო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირები ან სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული ორგანოს/პირის მიერ განსაზღვრული პირი/პირები.
4. დასაშვებია თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას მისი ქონების გასხვისება?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
5. ვის გადეცემა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს რეგისტრაციისას განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
6. დასაშვებია თუ არა არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს შორის?
აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
1. რა შემთხვევაში იბეგრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მოგების გადასახადით?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მოიხსენება როგორც ორგანიზაცია. შესაბამისად, ორგანიზაციებისთვის დადგენილი მოგების გადასახადით დაბეგვრის წესები ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზეც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2019 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციის მიხედვით - ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იყო სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2019 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციით, ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან მოგების გადასახადით დაიბეგრება ის ხარჯები და გადახდები, რომელიც არ აკმაყოფილებს ამავე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოგების გადასახადი დგინდება მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, ამავდროულად გადასახადის ობიექტის განსაზღვრისათვის ამოსავალია გაწეული ხარჯები. ანუ ამ ხარჯების შესაბამისობა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებთან და ფარგლებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ორგანიზაციის, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გათავისუფლებულია თუ არა ქონების გადასახადის გადახდისაგან?
არასამეწარმეო იურიდიული პირები (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული "ორგანიზაციის" ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტები) გათავისუფლებული არიან ქონების გადასახადის გადახდისაგან, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა. სხვანაირად, რომ ვთქვათ არასამეწარმეო იურიდიული პირები იხდიან ქონების გადასახადს მხოლოდ:
3. რა სახის გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებას უკავშირდება გრანტი?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, გრანტზე ვრცელდება გარკვეული სახის საგადასახადო შეღავათები. კერძოდ:
დამატებული ღირებულების გადასახადი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ. გარდა ამისა, გრანტის მიმღებ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის/მომსახურებისათვის გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
იმპორტის გადასახადი – საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად.
საშემოსავლო გადასახადი – საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადახდით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი.
2019 წლის 1 იანვრამდე, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდებოდა ორგანიზაციის (მათ შორის, არასამეწარმეო იურიდიული პირის) მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულობები. თუმცა, 2019 წლის 1 იანვრიდან ორგანიზაციებისთვის შეიცვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი. ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრისათვის განმსაზღვრელია არა შემოსავლის სახე ან წყარო (გრანტი, შემოწირულობა, ეკონომიკური საქმიანობა და სხვა), არამედ მის მიერ გაწეული ხარჯების თავსებადობა ორგანიზაციის მიზნებთან ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნობრიობასთან. აქედან გამომდინარე, 2019 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსიდან ამოღებული იქნა პუნქტები რომელიც მოგების გადასახადისაგან ათავისუფლებდა გრანტს, საწევრო შენატანს ან შემოწირულობებს.
4. შესაძლებელია თუ არა გრანტით შეძენილ საქონელზე (მომსახურებაზე) დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება?
გრანტის მიმღებ პირს, რომელიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს საგადასახდო კოდექსის 63–ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის, თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო 3 თვის ვადაში.
5. რა წესით ხდება საიმპორტო საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭება?
იმისათვის რომ საქონლის იმპორტი გათავისუფლდეს გადასახადისაგან, აუცილებელია რომ მას მიენიჭოს გრანტის სტატუსი. ამისათვის, გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც გრანტის მიმღები წარუდგენს შემოსავლების სამსახურს, უნდა ერთვოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
6, რა ვადაში ხდება საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება?
შემოსავლების სამსახური კანონმდებლობით დადგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
7. რა საგადასახადო შეღავათები აქვს საწარმოს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შემოწირულობის გაცემის დროს?
საგადასახდო კოდექსში ჩადებულია ქველმოქმედების განვითარების სტიმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გასცემს შემოწირულობას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოექვითება გაცემული შემოწირულობის თანხა, მაგრამ გამოსაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლიდან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტს. სხვანაირად, რომ ვთქვათ, საწარმოების მიმართ ზემოაღნიშნული მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ისინი შემოწირულობის თანხას გადასცემენ საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციებს.
8. ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან.
9. ვინ ითვლება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირად?
საქართველოს რეზიდენტად, მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეზე ნაკლებ ხანს ყოფნის შემთხვევაში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში ფიზიკური პირი ითვლება არარეზიდენტად.
10. რა არის რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?
რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
11. იბეგრება თუ არა რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი?
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.
12. ვინ სარგებლობს კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საგადასახადო შეღავათით?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
13. ვინ სარგებლობს კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საგადასახადო შეღავათით?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
14. რა არის საგადასახადო სანქცია?
საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
15. რა შემთხვევაშია ვალდებული პირი გადაიხადოს საურავი და როგორ ხდება საურავის დარიცხვა?
თუ კუთვნილი გადასახადის თანხა პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი ერიცხება თანხას, რომელიც არის სხვაობა პირის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 0,05 პროცენტის ოდენობით.
16.მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის რა სახის სანქცია არის გათვალისწინებული?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად:
1. რა არის გრანტი?
გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი. აგრეთვე იმ იურიდიულ პირებზე გაცემული სახსრები რომელთაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.
გარდამავალი ეტაპისთვის, გრანტად ითვლება ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში
გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.
2. ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი?
გრანტის გამცემი ანუ დონორი შეიძლება იყოს:
3. რომელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გააჩნია გრანტის გაცემის უფლება?
გრანტის გაცემის უფლება გააჩნია შესაბამისი კანონით პირდაპირ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირს რომლის წესდების/დებულების მიზანი ემთხვევა „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რომელიმე მიზნობრივ მიმართულებას. ეს მიზნობრივი მიმართულებებია:
4. ვინ შეიძლება იყოს გრანტის მიმღები?
"გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
5. როგორ ფორმდება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის გრანტის გაცემის პროცედურა?
დონორსა და გრანტის მიმღებს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, მიღებული სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს.
6. დასაშვებია თუ არა გრანტის გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა?
გრანტის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი მიზნობირიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად (მაგ. საგანმანათლებლო, ჯანდაცვის დაცვა და სხვა). ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დონორის თანხმობით შეიძლება შეიცვალოს გრანტის მიზნობრიობა და იგი გამოყენებულ იქნეს არა იმ თავდაპირველი მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა.
7. დასაშვებია თუ არა გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია?
გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის ხელშეკრულებაში.
1. რა არის სახელმწიფო შესყიდვა?
სახელმწიფო შესყიდვა არის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც ხორციელდება შემდეგი სახსრებით:
2. შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა?
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, მათ შორის არასამეწარმეო იურიდიულმა პირმაც.
3. რა არის გამარტივებული შესყიდვა?
გამარტივებული შესყიდვა არის შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება:
4. რა შემთხვევაში ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხოციელება?
გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა ხდება იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვა.
5. რა შემთხვევაში ხდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხოციელება?
ელექტრონული ტენდერის საშუალების გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება 200 000 ლარისა და მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვა.
6. გადაიხდევინება თუ არა ტენდერში მონაწილეობისათვის საფასური და რამდენია მისი ოდენობა?
კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით.
1. სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობა და განკარგვა
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს სახელმწიფო ქონებას და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას. სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (უძრავი და მოძრავი ნივთები), აგრეთვე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (წილი საწარმოში, მოთხოვნები და სხვა). თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რა კატეგორიებად იყოფა თვითმართველი ერთეულის ქონება?
თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
3. რას გულისხმობს ქონების პრივატიზება?
პრივატიზება ეს არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირების (ფიზიკური ან იურიდიული პირები) ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა.
4. ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო ქონების შემძენი?
სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. ამასთან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს კონსტიტუციითა და "სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირები.
5. ვინ შეიძლება იყოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი?
საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის თანახმად, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ხოლო გამონაკლისი შემთხვევები და სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები დადგენილია "სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.
"სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი სასოფლო–სამეურნეო მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში თუ მისი დომინანტი პარტნიორი არის – საქართველოს მოქალაქე, ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი ან საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ორგანული კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევებს როცა კერძო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება იყოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იმ შემთხვევაშიც კი თუ სახეზე არ არის ზემოთ აღნიშნული პირობა, იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრაციისა და დომინანტი პარტნიორის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შესახებ.
6. ვინ შეიძლება იყოს თვითმართველი ერთეულის ქონების შემძენი?
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა) ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს კონსტიტუციითა და "სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს ორგანული კანოონით განსაზღვრული პირი.
7. რაიმე სახის შეღავათები ხომ არ არის დაწესებული კანონმდებლობით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის?
სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ქონების პრივატიზების საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობა რაიმე სახის შეღავათებს პრივატიზების პროცესში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის არ ითვალისწინებს. ეს უკანასკნელნი პრივატიზაციის პროცესში ისეთივე წესითა და პირობებით იღებენ მონაწილეობას, როგორც სხვა დაინტერესებული პირები (მყიდველები).
8. სად ქვეყნდება ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ?
აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან\და www.nasp.gov.gr რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების პრივატიზებისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.
მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის აუქციონატორის ვებგვერდზე. ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.
მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. თბილისის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდსა და ვებგვერდზე www.eauction.ge
1. რას ნიშნავს ცნება "უძრავი ქონება"?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
2. რა საკანონმდებლო წესი არსებობს უძრავი ქონების შესაძენად?
უძრავი ნივთის შესაძენად, აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
3. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს თუ არა ნოტარიალურ დამოწმებას?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის პირობები გამარტივდა, სანოტარო ხელშეკრულების გაფორმება არ არის სავალდებულო, თუმცა კანონი არ კრძალავს სანოტარო ფორმის გამოყენებასაც. გამყიდველი და მყიდველი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენენ ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით ფორმას და ხელს მოაწერენ რეგისტრატორის თანდასწრებით.
4, ვის შეუძლია აიღოს ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან?
"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე.
5. რა სახის უფლებები რეგისტრირდება რეესტრში უძრავ ნივთებთან მიმართებაში?
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:
6. აუცილებელია თუ არა საჯარო რეესტრში ხელახალი რეგისტრაცია იმ უძრავი ქონებისა, რომელიც რეგისტრირებულია ტექბიუროში?
ასეთი საკანონმდებლო აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევაში საჭიროა ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რაც ავტომატურად გამოიწვევს ამ უფლების რეგისტრაციას, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იარსებებს ინფორმაცია აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების შესახებ.
1. შრომის კოდექსის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს დამსაქმებელი?
დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
2. რამდენი წლის ასაკიდან შეიძლება დასაქმდეს ფიზიკური პირი?
ზოგადი წესის მიხედვით, ფიზიკური პირი შეიძლება დასაქმდეს 16 წლის ასაკიდან.
16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის დასაქმება შესაძლებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.
14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.
3. ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ?
საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" მე–5 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, თუ ვიხელმძღვანელებთ ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობბის, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის, ზოგადი სულისკვეთებით, უარი არ უნდა იყოს უსაფუძვლო და არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციის ნიშნებს.
4. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენს შეადგენს სამუშაო დროის ხანგრძლივობა?
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების\შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავროობა. ამასთან, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
5. რამდენ დღეს შეადგენს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის შვებულება და ანაზღაურებადია თუ არა იგი?
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 730 კალენდარული დღის ოდენობით, აქედან, ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე. შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანოონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.
6. დასაშვებია თუ არა დამატებბითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და ვის შეუძლია ისარგებლოს ამ შვებულებით?
დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ–ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება მიეცემა ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს (მშობელი, ბებია, ბაბუა და სხვა).
7. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, საბოლოო ანგარიშსწორება რამდენ დღეში უნდა მოხდეს?
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
8. პირი მუშაობს ერთ–ერთ საწარმოში, შესაძლებელია თუ არა მან შეთავსებით იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ჩაითვლება თუ არა ის ამ ორგანიზაციის თანამშრომლად, ანუ უნდა ისარგებლოს თუ არა მან ამ ორგანიზაციაში შვებულების უფლებით?
საქართველოს შრომის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, შესაძლებელია შეთავსებით მუშაობა. შეთავსებით მუშაობის დროს, პირი ითვლება ამ ორგანიზაციის თანამშრომლად და უნდა ისარგებლოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის შვებულების უფლებითაც.
9. რა შემთხვევაში არის ვალდებული დასაქმებული შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო?
ზოგადი წესის თანახმად, დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ხდება მისი თანხმობით. საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როცა მას ევალება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, კერძოდ, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან\და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის (ანაზღაურების გარეშე), აგრეთვე საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან\და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის (სათანადო ანაზღაურებით). ამასთან, აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვანის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
10. რა წესით ხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება?
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უნდა ანაზღაურდეს ან დასაქმებულს უნდა მიეცეს დამატებითი დასვენების დრო. საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, არ ანაზღაურდება დასაქმებულის მიერ სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ან/და შრომის შინაგანაწესით (თუ ის შრომითი ხელშეკრულების ნაწილია). ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
1. შეიძლება თუ არა შრომითი ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით?
საქართველოს შრომის კოდექსის მე–6 მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. აუცილებელია თუ არა არასაცხოცრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული არასამთავრობო ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს შორის, დამოწმდეს სანოტარო წესით?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად და ნამდვილობისთვის არ არის სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება.
3. ქირავნობის ხელშეკრულების დროს ვის ეკუთვნის მიმდინარე რემონტის ჩატარების ხარჯის გადახდა – გამქირავებელს თუ დამქირავებელს?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 548–ე მუხლის მიხედვით, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს და დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.
4. გამქირავებელი უარს ამობობს ქვექირავნობის ხელშეკრულების დადებაზე იმ მოტივით, რომ ფართი მეტისმეტად გადაიტვირთა. კანონიერია თუ არა გამქირავებლის უარი?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 549–ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს, ხოლო გამქირავებელს უფლება აქვს, უარი თქვას ქვექირავნობაზე. თუმცა, გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის არსებობისას დამქირავებელს სურს მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად ან მისი ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობა.
5. არასაცხოვრებელი ფართის დამქირავებელი ქირას არ იხდის ზედიზედ 5 თვის განმავლობაში. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით. შეუძლია თუ არა გამქირავებელს მოსთხოვოს დამქირავებელს ფართის დაცლა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558–ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
6. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებები?
ქირავნობის ხელშეკრულებისათვის დადგენილი ნორმები მოქმედებს იჯარის ხელშეკრულების დროსაც, თუ სხვა რაიმე განსხავავებული კანონისმიერი წესები არ არსებობს იჯარის ხელშეკრულებისთვის. განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ იჯარის ხელშეკრულების დროს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენების შედეგად შეუძლია მიიღოს სარგებელი, რაც შეუძლებელია ქირავნობის ხელშეკრულების დროს დამქირავებლისთვის.
7. რა ვადაში შეიძლება მოიშალოს ქირავნობის ხელშეკრულება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561–ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
1. რა არის მოხალისეობა?
მოხალისეობა არის მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს „მოხალისეობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც მოხალისეობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. ეს კანონი არ არეგულირებს ინდივიდუალურ მოხალისეობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს არა „მოხალისეობის შესახებ" საქართველოს კანონი, არამედ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონი.
2. ვინ შეიძლება იყოს მოხალისე?
,,მოხალისეობის შესახებ" კანონის მიხედვით, მოხალისე შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელიც საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ ახორციელებს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას. მოხალისე შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობას ახორციელებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით.
3. ვინ შეიძლება იყოს მასპინძელი ორგანიზაცია?
მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობა. კანონმდებლობაში არის კონკრეტულად განსაზღვრული ჩამონათვალი ვინ შეიძლება იყოს მასპინძელი ორგანიზაცია. ესენია: •რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი; •„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; •ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა; •სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; •საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი; •ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. აღსანიშნავია, რომ მოხალისეობითი ურთიერთობა, რომლის ერთი მხარე პოლიტიკური გაერთიანებაა, რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.
4. რა მიიჩნევა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად?
„მოხალისეობის შესახებ" კანონის მიზნებისთვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროები.
5, ითვლება თუ არა მოხალისეობითი საქმიანობის განმახორციელებელი პირი დასაქმებულად?
ფიზიკურ პირს მოხალისეობის განხორციელებისას უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს იმ შეღავათითა და დახმარებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის არის გათვალისწინებული.
6, კანონით დადგენილი რა ვალდებულებები აქვს მასპინძელ ორგანიზაციას?
მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სახე და პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია:
7. შეიძლება თუ არა მოხალისეობითი ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით?
მოხალისეობის შესახებ კანონის მიხედვით, მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება ზეპირად ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ვადით. ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით იდება, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
1. რომელი ფიზიკური პირებისათვის არის აუცილებელი დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად - საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოს ყველა დასაქმებული ან თვითდასაქმებული მოქალაქისათვის, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი არ ჰქონდათ შესრულებული. დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუმცა სისტემის დატოვება საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირებს გაწევრიანებიდან სამიდან ხუთი თვის ვადამდე შეუძლიათ.
საპენსიო სქემაში გაწევრიანების ვალდებულება ვრცელდება: ა) დამსაქმებლებზე; ბ) საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა.
2 .რა არის საპენსიო შენატანი?
საპენსიო შენატანი არის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადახდილი თანხა. ამ თანხას იხდიან დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე დასაქმებულია, ან/და თვითდასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე თვითდასაქმებულია.
3. ვინ არის პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაზე?
დაგროვებითი საპენსიო სისტემის მართვის მიზნით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო. საპენსიო სააგენტო პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.
4. რა ტიპის სარგებელზე ერიცხება საპენსიო შენატანი?
საპენსიო შენატანი უნდა განხორციელდეს რეზიდენტი პირის ყველა სარგებელზე, კერძოდ მომსახურების გაწევით მიღებულ იმ შემოსავალზე, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე (გარდა შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავალი).
5. რა განაკვეთით და პროპორციით ხორციელდება საპენსიო შენატანების დაფინანსება?
საპენსიო სქემაში მონაწილე ფიზიკური პირის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
სახელმწიფო საპენსიო შენატანს მას შემდეგ განახორციელებს, რაც საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახა დამსაქმებლის, დასაქმებულის და შესაბამისად თვითდასაქმებულის გადასახდელი საპენსიო შენატანები (შენატანი). სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.
6. რა ვადაში და რა წესით ხორციელდება დეკლარირება?
დამსაქმებლის მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე საპენსიო შენატანების გადახდისას გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანების გამოანგარიშება, გადახდა და საპენსიო სააგენტოში დეკლარირება ხდება ერთდროულად. არსებობს მარტივი და დეტალური დეკლარაციები. დეკლარაციის წარმდგენმა შესაძლოა შეავსოს მათგან ერთ-ერთი. დეტალური დეკლარაცია მარტივისაგან განსხვავებით, დეტალურ ინფორმაციას იძლევა მიღებული სარგებელის სახეების შესახებ. არჩევანი დეკლარაციის წარმდგენს ეკუთვნის. დეკლარაციაში შეიტანება საპენსიო სქემაში გაწევრიანებული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სარგებლის თანხა, რის საფუძველზეც განისაზღვრება საპენსიო შენატანების მოცულობა. აღსანიშნავია, რომ საპენსიო შენატანების საპენსიო სააგენტოში ჩარიცხვამდე, ანუ საპენსიო სააგენტოში ბალანსის შევსებამდე, სათანადო დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხდება.
7.რა პასუხისმგებლობა არის დადგენილი დამსაქმებლის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად (მუხლი 16511), დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
რა არის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი და როგორ ხდება ამ რეესტრში რეგისტრაცია?
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია შემთხვევები, როცა სავალდებულოა ეკონომიკური საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. შესაბამისად სუბიექტს შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება ენიჭება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება როგორც მეწარმე სუბიექტებზე, ისე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე, თუ ისინი ახორციელებენ სავალდებულოდ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ეკონომიკურ საქმიანობას. ამასთან, სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, იწვევს კანონმდებლობით დადგენილ ფინანსურ პასუხისმგებლობას. მოქმედი კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, სავალდებულოდ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებში შედის:
საქმიანობის ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ და ინფორმაცია საქმიანობის კონკრეტული სახეებისა და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ ელექტრონული ფორმით. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მზადდება ამონაწერი, რომელიც ასახავს ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.