თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული პუბლიკაციის „საბჭოთა წარსულის გააზრება - დისკუსიები 2011" და ფილმის „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები" პრეზენტაცია.
პუბლიკაციაში „საბჭოთა წარსულის გააზრება - დისკუსიები 2011", იმ დისკუსიების ტექსტური ვერსიებია თავმოყრილი, რომლებსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ერთი წლის მანძილზე გოეთეს ინსტიტუტში მართავდა. დისკუსიების თემა საბჭოთა წარსულის გააზრება იყო და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა - საბჭოთა მწერლობას, კინოს, არქიტექტურას, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმს, სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს, აკრძალულ ლიტერატურას, დისიდენტების მოღვაწეობას, საბჭოთა კავშირის დაშლას, ლუსტრაციის პოლიტიკას და ა.შ.
ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები" სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ისტორიებს ასახავს. ფილმი თანმიმდევრულად მოგვითხრობს საქართველოში 1921-1956 წლებში განვითარებულ მოვლენებს და გვიჩვენებს იმ გავლენას, რომელიც ამ პროცესმა იქონია სხვადასხვა ოჯახზე და ადამიანზე.
აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საბჭოთა
ტოტალიტარული წარსულის შესწავლას საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი
და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.
GDI: გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია
თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმ
რეპატრირებული მესხების მოქალაქეობის და უფლებების დაცვის საკითხი კვლავ პრობლემურია
თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სოციალური ღონისძიებების გატარებისკენ საქართველოდან გადასახლებული მესხებისთვის საქართველოს მოქალ
თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 12 წლის ბავშვის ინტერესებს იცავს, რომელმაც ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში ხილი უნებართვოდ მოკრიფა.
„ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პ
უფასო, პირადი კონსულტაცია ფსიქოლოგთან ან ნეიროფსიქოლოგთან
თბილისი. თუ გაქვთ კითხვები ბავშვის განვითარების შესახებ მაჯ ჯორჯია გაძლევთ შესაძლებლობას უფასო, პირადი კონსულტაცია გაიაროთ ფსიქოლოგთან ან ნეიროფსიქოლოგთან.
„დაჯავშნეთ კონსულტაცია, თუკი: ბავშვს აქვს
26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ღონისძიება: „პარტნიორობა უკრაინის, საქართველოსა და ლატვიის სოციალურ საწარმოებთან“.
„სოციალური მეწარმეები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს თავიანთ საუკეთე
მნიშვნელოვანი განსხვავებული აზრი საია-ს საარჩევნო დავაზე
იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საია-ს საარჩევნო დავაზე მნიშვნელოვანი განსხვავებული აზრი დაწერა.
ორგანიზაცია მიიჩ
ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა
ქვემო ქართლი. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს.
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რო