en
ge

ვიდეოების კონკურსი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით, აცხადებს მაქსიმუმ 4 წუთიანი, მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოების კონკურსს.

თემა: სამოქალაქო აქტივიზმი

არეალი: საქართველო

ვის შეუძლია მონაწილეობა: საქართველოს ყველა მოქალაქეს

ასაკი: შეუზღუდავი

როგორ ხედავ აქტივიზმს ან აქტივიზმის რა მაგალითს გადაიღებ შენი ასარჩევია, მთავარია გამოაღო კარი, გახვიდე გარეთ, მიმოიხედო შენს უბანში, თემში, სოფელში თუ ქალაქში, მოძებნო, გადაიღო და გამოგზავნო. მოინდომე და გახდი კონკურსის სამი გამარჯვებულიდან ერთ–ერთი და მიიღე ფულადი პრიზი.

საპრიზო ფონდი:

•საუკეთესო ვიდეო – პირველი პრიზი (600 ლარი)

•საუკეთესო ვიდეო – ორი მეორე პრიზი (300–300 ლარი)

სავალდებულო მოთხოვნები:

ვიდეოს ქრონომეტრაჟი: 4 წუთამდე

მიუთითე: სად, ვინ (გმირის შემთხვევაში მისი წერილობითი თანხმობა), რა, როდის და ვინ გადაიღო ვიდეო

შერჩევის პროცედურა:

შერჩევა მოხდება 2 ეტაპად. 

პირველ ეტაპზე ვიდეოებს შეარჩევს საკონკურსო ჟიური შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

•ვიდეო კონცეფცია და თემის წარმოჩენის კუთხე

•ვიდეოს ხარისხი

•ვიდეოს ქრონომეტრაჟი (არაუმეტეს 4 წუთი)

მეორე ეტაპზე ვიდეოები შეირჩევა ფბ (facebook) მომხმარებლების მოწონებებით. გაიმარჯვებს ვიდეო, რომელსაც მეტი მოწონება ექნება.

როგორ გაიგებთ რომელი ვიდეო გადავიდა მეორე ეტაპზე?

•მეორე ეტაპზე გადასული ვიდეოები გამოქვეყნდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიანი პორტალის (www.csogeorgia.org) ფბ გვერდზე (www.facebook.com/csogeorgia.org/)

•მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს მიეწოდებათ ინფორმაცია ვიდეოების ფბ გვერდზე გამოქვეყნების შესახებ 

როგორ უნდა გამოგზავნოთ ვიდეო და მისი მოკლე აღწერა?

ვიდეო ატვირთეთ რომელიმე პლათფორმაზე და მოგვაწოდეთ მისამართი და მისი მოკლე აღწერა www.facebook.com/csogeorgia.org/ ჩათში.

ვიდეო გამოგზავნის და შერჩევის ვადები: ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადაა – 2020 წლის 10 თებერვლამდე. 

მაშ ასე, გელოდებით გადაიღე და აჩვენე აქტივიზმის მაგალითები სხვებს და ხელი შეუწყე იმ გარემოს ცვლილებას, რომელშიც ვცხოვრობთ.