მე–19 საუკუნის ბოლოს, მე–20 დასაწყისში შიდა ქართლის სოფელი ავლევი გამორჩეული იყო სხვა სოფლებისგან: ჰქონდა ელექტროენერგია, რომელსაც საკუთარი ელექტროსადგურიდან იღებდა, სამეურნეო სკოლა, სადაც გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობდნენ, სასოფლო–სამეურნეო ახალი დანადგარები, კოოპერატივი, ამხანაგობა და საკრედიტო კავშირი, სამჭედლო-სახელოსნოები, თეატრალური დასი და ორკესტრი, რომელიც თბილისშიც მართავდა კონცერტებს. ევროპული ტიპის სოფლად გარდაქმნა და მისი ასეთი კომპლექსური განვითარება, კოსტა ამირეჯიბის დამსახურებაა.