თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კამპანიაში აქტიური მონაწილეობის პარალელურად, საია აგრძელებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების პროგრამას და ქალთა თანასწორობის იდეის ადვოკატირებას. ორგანიზაცია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდის, თელავის, გორის, რუსთავისა და დუშეთის ოფისებში საია ქალთა მიმართ ძალადობის და ქალთა დისკრიმინაციის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით ღონისძიებებს გამართავს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამართალდამცავებთან, მედიის, არასამთავრობო სექტორის, სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
სრულად...
წყარო: gyla.ge