2 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციები მდგომარეობის გასაცნობად სოფელ დიცში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიი სსაერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „ადამიანი სუფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გააპროტესტებენ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მოქალაქეების გატაცების ფაქტებსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.