თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 19 დეკემბერს კვლევის - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება" – პრეზენტაცია გამართა. მასში წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქართველოში არსებულ ტენდენციების, ისე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
კვლევაში ინდივიდუალურად არის განხილული საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ყველა სამინისტროს, სახელმწიფოს მინისტრის აპარატებისა და შემთხვევითობის პრინციპზე დაყრდნობით შერჩეული, მათ დაქვემდებარებაში მყოფი, 18 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები. ასევე, ასახულია, ამ მიმართულებით მონიტორინგს დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებათა ვებ-რესურსზე არსებული მდგომარეობა და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები.
საია-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ: „შესწავლილ საჯარო დაწესებულებათაგან, ამ ეტაპზე, არც ერთს არ განუთავსებია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად, რის გამოც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის 1 იანვრისთვის საჯარო დაწესებულებებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყონ დაკისრებული ვალდებულების შესრულება..."
სრულად
წყარო:gyla.ge