თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ახალ ბლოგს აქვეყნებს: „ ქართული მედიის მიმართ ძალადობის 2023 წლის სტატისტიკა და სახელმწიფოს რეაგირება“.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს რომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებაა“.
სრულად...
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო