თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯები, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2013 წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და ა. შ.
სრულად...
წყარო: idfi.ge