თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. „განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 239-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. ... მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა, მოახდინოს გამოხატვის თავისუფლების რეგულირება, რეალურად, მიმართულია არა დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, არამედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დომინანტი სოციალური და მორალური დისკურსის გაძლიერებისკენ. აღნიშნულ შეფასებას განაპირობებს, ერთი მხრივ, არსებული კონტექსტი და მეორე მხრივ, წარმოდგენილი ცვლილების ნორმატიული შინაარსი.
... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სათანადოდ გაიაზროს დემოკრატიული და პლურალისტური ღირებულებების მნიშვნელობა და შეაჩეროს მისი განხილვა და მიღება, როგორც სერიოზული უკანდახევა გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ღია საზოგადოების განვითარების გზაზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge