თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
„13 აპრილს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ, რაც შეურაცხყოფს საჯარო მოსამსახურეებს, ლახავს მათ ღირსებას და ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს. ძვირფასო მოხელეებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენი სურვილია თქვენ არ დაზიანდეთ, არ გახდეთ სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მსხვერპლი. ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც მზად ვართ, გვერდით დაგიდგეთ. ჩვენ, ქართველი ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. საქართველო არასდროს იქნება რუსეთი.“ - აღნიშნულია განცხადებაში
სრულად...
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი