თბილისი. საქართველოს პარლამენტმა დეპუტატების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ფემიციდის შესახებ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა.
„კანონპროექტის მიხედვით, ქალის გენდერული ნიშნით მოტივირებული, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ისჯება 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გულისხმობენ ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებას და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას. ცვლილებები, ასევე მოიცავენ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას, მათ შორის, ისეთ დანაშაულებთან მიმართებაში, როგორებიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება, მუქარა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ginsc.net