en
ge

კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა

თბილისი. გამჭვირვალე და მონაწილეობითი საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის პრაქტიკული გზების შესახებ, დღეს თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 56-მა ადამიანმა საქართველოს პარლამენტიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ეს იყო რიგით მეორე თემატური ღონისძიება, რომელიც 2015 წელს OSCE/ODIHR-ის მიერ საქართველოს საკანონმდებლო პროცესის შეფასებას ეფუძნება. შეფასება, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა, ითვალისწინებდა საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესის რეგულირებისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს და მისი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებას, მათ შორის საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით.
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი 2011 წელს გახდა. 2015 წელს, საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას შეუერთდა და მიიღო ქვეყნის პირველი საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმა. 2016 წლის მაისში, საქართველო (საფრანგეთთან ერთად) OGP-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ერთი წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023