en
ge

„სოციალური მედია ახალგაზრდობის ინტეგრაციისათვის“

თბილისი. 2 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი განვითარებისა და კონსულტაციების ჯგუფმა” გამართა პროექტის „სოციალური მედია ახალგაზრდობის ინტეგრაციისათვის” შედეგების პრეზენტაცია და გამარჯვებული ბლოგერების დაჯილდოვების ღონისძიება. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებში ინტერკულტურული კომუნიკაციის გაძლიერებას და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. პროექტში ჩართული იყვნენ ახალციხისა და მარნეულის სკოლების ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების უფროსკლასელები. 
პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებებსა და სოციალური მედიის თემატიკაზე ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, ახალგაზრდებმა შექმნეს ახალგაზრდული ბლოგები. ბლოგებზე ახალგაზრდები განათავსებდნენ ინფორმაციას და მსჯელობდნენ საკუთარი კულტურის, ტრადიციებისა და მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე. ბლოგების მეშვეობით ხდებოდა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების ინტერაქცია, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის უკეთეს კომუნიკაციას. განახლებადი ბლოგების მნახველთა რიცხვმა რამდენიმე ათასს გადააჭარბა. ახალგაზრდა ბლოგერების კომუნიკაცია ასევე ხდებოდა ფეისბუქის ჯგუფის მეშვეობით.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია პროექტის შედეგების შესახებ. ნოუთბუქებით დაჯილდოვდა 5  საუკეთესო ბლოგერი, პროექტის სხვა მონაწილეებს ასევე გადაეცათ საჩუქრები. 
პროექტი განხორციელდა German Marshall Fund–ის ფინანსური მხარდაჭერით (The Black Sea Trust for Regional Cooperation – German Marshall Fund).



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)