თბილისი. 2 აპრილს, ბიზნეს სექტორის 60 წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად.
„პარლამენტის წევრები გაეცნენ საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რომელიც საქართველოს რვა ქალაქში - თელავში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ჩატარებული საჯარო კონსულტაციების დროს გამოვლინდა. საინფორმაციო კამპანია ჩატარდა 2018 წლის მარტში ევროკავშირის (EU), UNDP-სა და IDFI-ის ხელშეწყობით. ლევან ავალიშვილმა, IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, შეაჯამა საჯარო კონსულტაციების შედეგები და სიტყვა მისცა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დამატებითი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge