en
ge

ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

თბილისი. 24 აპრილს სახალხო დამცველის ოფისში ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. სხდომას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები და საბჭოს მოწვეული წევრები ესწრებოდნენ.
სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა თამარ დეკანოსიძემ ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიის დოკუმენტი წარმოადგინა; გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა საბჭოს წევრებს ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში გააცნო, სადაც 2016 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი და ძირითადი მიგნებებია წარმოდგენილი. შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა ანგარიშის მეთოდოლოგია და ძირითადი მიგნებები განიხილეს და ფემიციდის მონიტორინგის კუთხით სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხების შესახებ იმსჯელეს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023