en
ge

EMC თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ დევნისა და შევიწროების საქმეს აფასებს

EMC თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ დევნისა და შევიწროების საქმეს აფასებს

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), ახალგორელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დევნის პრაქტიკის გამო, ხელისუფლებას ქმედითი პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

 „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მას აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით დაიცვას თამარ მეარაყიშვილის უფლებები. ამის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს: დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს თამარ მეარაყიშვილის გატაცების საქმე, იდენტიფიცირებული პირების მხრიდან გამოვლენილ ქმედებებს მისცეს რელევანტური სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია და შესაბამის პირებს დააკისროს პასუხისმგებლობა; უზრუნველყოს თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. ამ კუთხით EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მეარაყიშვილის საქმე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ მესამე სახელმწიფოთა შორის განაცხადის ნაწილად აქციოს; ყველა საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისას აქტიურად დააყენოს თამარის, როგორც ეთნიკურად ქართველი აქტივისტის უფლებების დაცვის საკითხი და მისი უფლებებისა და ინტერესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვას ყველა საერთაშორისო ფორმატში", - ვკითხულობთ EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023