en
ge

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები 14 ივნისსა და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები 14 ივნისსა და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე

თბილისი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები 14 ივნისსა და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან.

„სამწუხაროდ, 2013 წლის 17 მაისის მძიმე გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება სათანადოდ იაზრებს ჰომოფობიის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებს და მისი დაძლევისთვის  სისტემურ ნაბიჯებს დგამს. ამის საპირისპიროდ, აშკარაა, რომ ხელისუფლება უკვე წლებია ვერ უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების შეკრების თავისუფლების დაცვას და ღიად ახდენს ლგბტი ადამიანების და მათი უფლებების უგულებელყოფას.

...ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა შექმნილ სოციალურ კრიზისში და მიიღოს ქმედითი ზომები თანასწორობასა და ინკლუზიაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებისთვის. არსებითია, ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრონ პოლიტიკურმა პარტიებმა და  საპატრიარქომ“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023