თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია ახალციხეში ტენდერებს იგებს.
„ინფრასტრუქტურის საკითხებში ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. 2014 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც გელაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნა, მისი კომპანიის შემოსავლებმა 4 096 286 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 103 065 ლარი (დაახლოებით 27%) „მშენებელი 2004”-ს ახალციხის მუნიციპალიტეტების შესყიდვებიდან დაერიცხა. ამ თანხის ნახევარზე მეტი - 651 420 ლარი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით მიიღო. გელვასი გელაძე ერთდროულად იყო, სატენდერო და მიღება-ჩაბარების (დღემდე რჩება) კომისიების წევრიც, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)