თბილისი. 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.
2022 წლის 4 დეკემბერს ოთხი ექსპერტი იმყოფებოდა კლინიკა „ვივამედში“ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვისა და რელევანტური სამედიცინო მასალების გაცნობის მიზნით, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბერს, კონკრეტულ საკითხებზე დამატებითი დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან.
ექსპერტთა დასკვნის შესაბამისად:
პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე;
სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება. სახეზეა კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა...
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)