თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა გაუმჭვირვალე რეჟიმში მუშაობს.
„2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.
განკარგულებების 40% – 372-დან 150 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია.
დოკუმენტების არგამოქვეყნებით და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა იგნორირებით მთავრობის ადმინისტრაცია მინიმუმ 3 სამართლებრივ აქტს არღვევს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)