სამცხე-ჯავახეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI Georgia) ახალციხის ოფისის სამოქალაქო საბჭოს წევრების ორგანიზებით, ადიგენში, სოფელ არზნეში სპორტული მოედნის მოწყობის მოთხოვნით, თვითმმართველობას მიმართეს. წერილს ხელს აწერენ ადგილობრივები.
„16 კომლიან მაღალმთიან სოფელში, სადაც 30-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, არ არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციულ-გასართობი სივრცე“.
TI Georgia მოუწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, დროულად განიხილოს მიმართვა და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისას აღნიშნული საკითხი გაითვალისწინოს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)