en
ge

„ქონებრივი დეკლარაციების წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე უნდა გაფართოვდეს“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ვებ–გევრდზე პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „ქონებრივი დეკლარაციების წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე უნდა გაფართოვდეს". საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ სექტემბერში პარლამენტს განსახილველად წარუდგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვილებებს კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ." ეს კანონი ადგენს იმ თანამდებობის პირთა წრეს, რომლებსაც ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა ევალებათ. ...ცვლილებების მიხედვით ფართოვდება იმ თანამდებობის პირთა წრე, ვისზეც კანონი გავრცელდება და ვისაც, შესაბამისად, ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოუწევს. „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო" მიესალმება შემოთავაზებულ ცვლილებებს, ამავე დროს, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და განიხილონ ინ თანამდებობის პირთა სიის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა ევალება. მისი განხორციელება სწრაფად შეიძლება და ის მნშვნელოვნად შეამცირებს კორუფციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს საჯარო სამსახურში", ნათქვამია პუბლიკაციაში. 
სრულად
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023