“კავკასიის ბარომეტრის” 2024 წლის პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით აქვეყნებს მონაცემებს „ვინ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი უკრაინის ომზე?
„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რუსეთი არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი უკრაინის ომზე. კერძოდ, მოსახლეობის მესამედზე მეტი (35%) - უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას, ხოლო დაახლოებით მეხუთედი (21%) პირადად ვლადიმერ პუტინს ასახელებს უკრაინის ომზე პასუხისმგებელ პირად.