en
ge

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნიკალური ვებგვერდი იხსნება

თბილისი. 18 ოქტომბერს 12 საათზე „შერატონ მეტეხი პალასში" მოძრაობა „ხემისაწვდომი გარემო ყველასთვის" ვებ გვერდის (www. Ertad.org) პრეზენტაციას გამართავს. ასევე გაიმართება სოციალური ვიდეორგოლის ჩვენება და დაიწყება პეციტიაზე ხელმოწერების შეგროვება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის.
ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. მისი მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა. ასევე განთავსებული იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების, არსებული კანონმდებლობის და ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ. ასევე გვერდი ბევრ პრაქტიკულ რესურსს შესთავაზებს მომხმარებელ.
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)