en
ge

„საქართველო და გაერო – მომავალი, რომელიც გვსურს“

იმერეთი. 24 ოქტომბერს მსოფლიოს ქვეყნები გაეროს დღეს აღნიშნავენ. 1945 წლის 26 ივნისს, სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა წესდებას, რომელიც ძალაში 1945 წლის 24 ოქტომბერს შევიდა. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე. საქართველოში გაეროს კვირეულის სლოგანია - „საქართველო და გაერო - მომავალი, რომელიც გვსურს”. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გაეროს მოდელირების კონფერნეციას მართავს თემაზე „კულტურა და სოციუმი, როგორც გენდერული უთანასწორობის საფუძველი". გაეროს მოდელირებაში მონაწილე 23 დელეგატი განიხილავს და რეზოლუციაში წარმოადგენს გენდერული უთანასწორობის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის გზებს.
კონფერენცია იმართება საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
წყარო: ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)