გურია. 19 და 26 ოქტომბერს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში მოქმედი ახალგაზრდა მოხალისეთა სახლის წევრებს ორი ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე: პროექტის დიზაინი და მენეჯმენტისა და პროექტის საჭიროებების შეფასება.
ტრენინგზე მოხალისეები გაეცნენ პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს, პრაქტიკული სამუშაოებისა და გუნდური მუშაობის შედეგად მოამზადეს პროექტები და ბოლოს თავადაც ჩაატარეს კვლევა ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე და კვლევის საფუძველზე გამოავლინეს ქალაქისთვის საჭირბოროტო რამდენიმე საკითხი.
მოხალისეები პროექტის მომზადებას და განხორციელებას გეგმავენ.