თბილისი. აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა განიხილოს თუ როგორი გავლენა ექნება ქართული ოცნების კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლას სამოქალაქო საზოგადოებაზე. განხილვების მიზანი იმ იდეების გენერირებაა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაეხმარება ეს მომენტი სოციალური საკითხების გადაჭრის გზაზე პროგრესის მისაღწევად გამოიყენონ.
შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტსა და 25 ოტომბერს, გორის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში.
შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ EWMI G-PAC-ი სათავეში ჩაუდგება ინიციატივას, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაოს უკეთ გააცნობს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შესაბამისი თანამდებობის პირებს ერთგვერდიან დასკვნას წარუდგენენ, სადაც განხილული იქნება მათი ექპერტიზის სფეროში არსებული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის მათ მიერ შეთავაზებული გზები.
წყარო: ewmi-gpac.org