en
ge

აქცია ძალადობის წინააღმდეგ

სამცხე-ჯავახეთი. 24 ოქტომბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული „მესხ ქალთა გაერთიანების" ინიციატივით, ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, „ახალციხის ცენტრალურ პარკში ტრანსფარანტებით ხელში, მდუმარე აქცია გაიმართა. მის მიზანს, ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფემიციდის შემთხვევების დაგმობა წარმოადგენდა.
ქალთა კლუბის წარმომადგენლის ეკატერინე მღებრიშვილის განმარტებით - „აქციის მიზანია ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათი ყურადღების მიპყრობა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობასა და ქვეყანაში ფემიციდის გაზრდილ რადენობაზე".
ამავე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებამ " ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი პრევენციის საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)