en
ge

სემინარი რეიგიონული ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე

იმერეთი. 26 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე ქუთაისში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გამართა. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ბეჭდური და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ბათუმიდან და ოზურგეთიდან.
შეხვედრაზე ჟურნალისტებს ინფორმაციის თავისუფლების ისტორია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა, თანამედროვე ტენდენციები გააცნეს, ასევე დეტალურად ისაუბრეს ადმინისტრაციულ ორგანოებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე და ა.შ. 
ქართველ ჟურნალისტებს გამოცდილება გაუზიარა სემინარზე მოწვეულმა ექსპერტმა, ალექსანდრე კაშუმოვმა. შეხვედრაზე ასევე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხრობილი იყო 5 ისტორია ბულგარელი ჟურნალისტების მიერ წარმატებით განხორციელებული ჟურნალისტური გამოძიებების შესახებ. სემინარის ბოლოს  გაიმართა დისკუსია.
ერთდღიანი სემინარი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის - „მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების, პროფესიონალიზმის და პლურალიზმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში" – ფარგლებში.
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)