en
ge

სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრები

აჭარა. 25-26 ოქტომბერს, „სთეფ ფორვარდის" ორგანიზებეით სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლებისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა მეტყველების თერაპევტი ნინო ტრაპაიძე. სამუშაო შეხვედრების დროს მშობლებს მიეწოდათ კვალიფიციური ინფორმაცია რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე და მათ როლზე ამ პროცესში. „აუდიტური-ვერბალური თერაპიის მნიშვნელობა სმენისა და მეტყველების პროცესში" - ამ თემაზე მეტყველების თერაპევტმა სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის მნიშვნელობა თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით განიხილა. ისაუბრა კოხლეარული ინპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესზეც. პროექტის მიზანი სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)