en
ge

„არა ფობიას!“ მიმართვა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში

თბილისი. სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!" – შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში. „გვსურს, გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ აშკარა სიძულვილის ენას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავს. ... მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს რა განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიაციების საქმიანობის დისკრედიტაციას”, ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)