en
ge

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთის წევრებთან

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთის წევრებთან
შიდა ქართლი. 25 მაისს, გორის დემოკრატიული ჩათულობის ცენტრში გაიმართა სახალხო დამცველის აპარატის შეხვედრა თემაზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და დევნილთა წარმომადგენლები. შეხვედრისას გაიმართა ნახევარსაათიანი პრეზენტაცია სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ფაქტების მიხედვით დევნილთა პრობლემებზე. კერძოდ, კოტეჯებში არსებულ მდგომარეობაზე, პრივატიზაციის მიმდინარეობასა და სხვა სოციალური თუ ჰუმანიტარული სახის პრობლემების შესახებ.

ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ დამსწრე ორგანიზაციები. მათ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს უახლესი ინფორმაციები რეგიონში განსახლებული დევნილების პრობლემების შესახებ: გათბობა, ელექტრო და ბუნებრივი აირით მომარაგება და ა.შ. ასევე გამოიკვეთა მოსახლეობის იმ ნაწილის პრობლემები, რომელთა სოფლები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მდებარეობს, მაგრამ გამყოფი ზოლი გადის ზედ სოფელზე და მათი სახლები აღმოჩნდა მის მიღმა, ან უშუალო სიახლოვეში და შეუძლებელია იქ დაბრუნება. მოსახლეობის ეს ნაწილი ჯერ ისევ ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ მათთვის დროებით გამოყოფილ შენობებში. მათ არ აქვთ დევნილის სტატუსი. შეხვედრის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში წიგნის  სახით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)