en
ge

„APT28: რუსეთის კიბერ-ოპერაციები ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სახელწოდება – „APT28: რუსეთის კიბერ-ოპერაციები ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში".
„როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, აშშ-ს სადაზვერვო კომპანია FireEye-მ აღმოაჩინა ჰაკერული დაჯგუფება, რომელსაც დიდი ალბათობით რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური მართავს. კომპანიის განცხადებით... ამ შემთხვევაში ჰაკერული დაჯგუფება, რომელსაც პირობითად უწოდეს „APT28", აგროვებდა ინფორმაციას თავდაცვისა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე, რაც მხოლოდ მთავრობისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო. APT28, რომელიც სულ მცირე 2007 წლიდან არსებობს, შეტევებს ახორციელებდა რუსეთის საერთაშორისო ინტერესების შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად ძირითადად სამი მიმართულებით: კავკასიის რეგიონი, კერძოდ კი საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, კერძოდ უნგრეთი და პოლონეთი, ევროპული უსაფრთხოების ორგანიზაციები: NATO და ეუთო...", ნათქვამია ინსტიტუტის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)