en
ge

ეროვნული ტრადიციები და სახალხო-რელიგიური დღესასწაულები - დისკუსია თელავში

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 31 ოქტომბერს, მშვიდობის კორპუსის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე „მულტიკულტურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება".
დისკუსია მიეძღვნა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა ეროვნულ ტრადიციებსა და სახალხო-რელიგიურ დღესასწაულებს.
შეხვედრის მიზანს საზოგადოების წევრ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების წახალისება წარმოადგენდა.
კაილ საური, მშვიდობის კორპუსის მოხალისე - მასწავლებელი თელავში: ,,კახეთში, როგორც ეთნიკურად მდიდარ მხარეში, მნიშვნელოვანია განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი დიალოგის ხელშეწყობა და მულტიკულტურალიზმის, პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების წახალისება სხვადასხვა სახის ღონისძიებების, საინფორმაციო შეხვედრებისა და ერთობლივი სახალხო ზეიმების დამკვიდრებით".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)