კახეთი. თელავის მედია კაფეში, ასოციაციამ ,,ქალი და ბიზნესმა’’, ევროკავშირის პროექტის ,,პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის’’ ფარგლებში, ყოფილი პატიმარი ქალებისთვის 3 დღიანი ტრენინგი ჩაატარა.
ტრენერის, ექსპერტის მცირე ბიზნესის საკითხებში, რევაზ ბურჭულაძის თქმით, პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ყოფილი პატიმარი ქალები, რომლებიც ისწავლიან როგორ დაიწყონ და აწარმოონ მცირე ბიზნესი: ,,პროექტის ფარგლებში ქალბატონებმა უნდა ისწავლონ თუ როგორ აწარმოონ მცირე ბიზნეს, ასევე ვასწავლით ბიზნეს გეგმის წერასაც. ტრენინგების შემდეგ ისინი დაამუშავებენ იდეებს, რომელსაც სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს. შედეგად, გამოვლინდება საუკეთესო იდეა, რომელიც დაფინანსდება და მის ავტორს საშუალება ექნება წამოიწყოს მცირე ბიზნესი’’.