en
ge

თელავში სურსათის უვნებლობის საკითხებზე იმსჯელეს

კახეთი. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, თელავში, 30 ოქტომბერს, სურსათის უვნებლობის საკითხების შესახებ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რა ტიპის სამუშაოები უნდა გასწიოს საქართველომ სურსათის უვნებლობის კუთხით.
შეხვედრაზე განიხილეს ევროინტეგრაციისათვის აუცილებელი მოთხოვნები, როგორიცაა: კონკურენციის პოლიტიკის გატარება; სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; შრომის კოდექსის ევროპულთან თანხვედრაში მოყვანა; ვაჭრობაზე ტექნიკური ბარიერების მოხსნა და ა.შ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის არასამთავრობო სექტორისა და სასოფლო გაერთიანებების წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)