en
ge

გაზრდილი ფემიციდის პრევენციის ეფექტურ გზებზე თელავში სამუშაო ჯგუფი იქმნება

კახეთი. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით, 30 ოქტომბერს, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: არა ძალადობას! არა ფემიციდს!  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავდეს ერთობლივი მოქმედების გეგმა და უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების ჩართულობა გეგმის განხორციელებაში.
შეხვედრას თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უფლებადამცველის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაია ფურცხვანიძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი: ,,მნიშვნელოვანია, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ძალადობის შესახებ, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და გაზრდილი ფემიციდის გამომწვევ მიზეზებზე და მათი პრევენციის ეფექტურ გზებზე".
შეხვედრის ფარგლებში მომზადდა მიმართვა ქალთა საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებისადმი, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი სამუშაო ჯგუფი და სამოქმედო გეგმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)