31 ოქტომბერს, 17:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი. თემა: „Homo Sovieticus მემკვიდრეობა და მერაბ მამარდაშვილი". მოხსენებით წარსდგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი.
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქუჩა #10, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო"