en
ge

პროექტი „თანამედროვე ცხოვრება ნარკომანიის გარეშე“

იმერეთი. CENN–ის ინიციატივის „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში" ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში დაარსებულმა ქალთა საბჭომ  გელათის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნა  ეკო კლუბი „ჩვენ გვინდა სუფთა გარემო". 
გელათის ქალთა საბჭომ და ეკოკლუბმა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელეს ერთობლივი პროექტი „თანამედროვე ცხოვრება ნარკომანიის გარეშე". პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ინიციატივის ფარგლებში ა.წ. 22 ოქტომბერს ჩატარდა  საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები.  
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 25 ოქტომბერს მოეწყო ნარკომანიის თემაზე დოკუმენტური ფილმის „ქუჩის ცხოვრება" ჩვენება და ფასილიტირებული დისკუსია. 29 ოქტომბერს კი სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ექიმ ნარკოლოგს, რომელთანაც გამართეს დისკუსია. 
ქალთა საბჭო მომავალშიც გეგმავს ეკო კლუბთან ერთად ერთობლივი  პროექტების განხორციელებას.
წყარო: CENN

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)