კახეთი. 30 ოქტომბერს. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიტანულმა ორგანიზაციამ „ევრიჩაილდმა” ტრენინგ კურსი გამართა.
ტრენინგის მიზანია იყო ბავშვთა სახლებიდან გამოყვანილი მოზარდების აღმზრდელებმა შეისწავლონ ბავშვებთან მიდგომა, რათა აღზრდის პროცესში მოსალოდნელი სირთულეები სათანადოდ იქნას დაძლეული.
ორგანიზაციის წარმომადგენელის მარინა შაღაშვილის თქმით, „ევრიჩაილდი” ამ პროგრამას 2000 წლიდან ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან ერთად:
,,ორგანიზაცია ამ საკითხებზე დიდი ხანია მუშაობს. შეხვედრაზე სემინარის მიზანია, აღმზრდელებმა უკეთ შესწავლონ ბავშვების ფსიქოლოგია".