სამცხე-ჯავახეთი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" ბორჯომსა და ახალციხეში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან მრგვალი მაგიდა გამართა.
ბორჯომში მრგვალი მაგიდა საკრებულოს წევრებთან და გამგეობის თანამშრომლებთან გაიმართა, ხოლო ახალციხეში, ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრებთან და მერიის თანამშრომლებთან.
მრგვალი მაგიდის თემა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის ფორმის - ტერიტორიული საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმირების ალტერნატივების ანალიზი.
საუბარი იყო მოსახლეობის ჩართულობის ალტერნატიული ფორმების შექმნის საჭიროებაზე, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მათ უფლებამოსილებებზე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაზე, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრასა და საზოგადოებრივი თვითმმართველობის სტატუსსა და შექმნის წესზე.
წყარო: isfed.ge