თბილისი. დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება– საქართველოს" ოფისში იურიდიული დახმარების მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იურიდიული დახმარების მონაცემთა ბაზა ქსელური პროგრამაა, რომელიც იურიდიული დახმარების საკითხებში მომუშავე ორგანიზაციებს დაეხმარება მონაცემების დამუშავებასა და ორგანიზებაში.
ბაზა მანამდე იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მუშაობდა, ახლა კი სხვადასხვა ორგანიზაციებსაც შეეძლებათ მისი დანერგვა, სურვილის შემთხვევაში. ბაზაში უკვე არსებულ მოდულებს დაემატა სამოქალაქო, ადმინისტრიციული სამართლის მოდულები. იურიდიული მონაცემთა ბაზის სისტემის დასრულება და ტექნიკურად გამართვა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივთ განხორციელდა. აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი კი ყველა იმ ორგანიზაციას დაეხმარება, რომელიც სისტემის დანერგვას გადაწყვეტს, დახმარება გულისხმობს სპეციალურ ტრენინგებს.