en
ge

სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუმა (IDFI) შექმნა სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის რესურსია. სტატისტიკური და დინამიური მონაცემები კატეგორიების მიხედვით ვიზუალურადაა წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს ინფორმაციის მოძიების და მონაცემების ურთიერთშედარების შესაძლებლობას აძლევს. სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული უკვე  ხელმისაწვდომია  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.supremecourt.ge.
სასამართლო სტატისტიკის მოდული შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის - „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება" - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის" პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით. მოდულის შექმნა შესაძლებელი გახდა საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით.
სრულად
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)