en
ge

„გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვა თვითმმართველობაში“

თბილისი. 10 ნოემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია - „გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობაში" - გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თვითმმართველობაში გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვის გზით.
შეხვედრაზე განიხილეს არსამთავრობო ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
კონფერენციას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორია ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის - „გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით" - ფარგლებში, ოქსფამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „სოხუმის" ხელშეწყობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)