en
ge

თელავში პილოტური გენდერული ინიციატივის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კახეთი. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, 12 ნოემბერს, თელავში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პილოტური პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა.
შეხვედრას ბიზნესმენი და ფერმერი ქალები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის საგრანტო კომპონენტის ხელმძღვანელის, ზაალ ხომერიკის თქმით, დამსწრე საზოგადოებას საგრანტო პროექტის (REAP) შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია: ,,პროექტი დაფინანსებულია USAID -ის მიერ, რომელიც შეეხება ფერმერი ქალების ჩართვას ბიზნესში. გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი და სწორედ მისი პირობები გავაცანით დამსწრე ქალბატონებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ კახეთში დაფინანსდება პროექტები, რომელიც იქნება კარგად დასაბუთებული და გავლენას იქონიებს მცირე ფერმერულ მეურნეობებსა და ქალთა ბიზნესების განვითარებაზე’’.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)