2 ნოემბერს, 17:00 საათზე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ახალი სახლი" ჩვენება.
2011 წელს ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაციამ „ხელი ხელს" გურჯაანში საოჯახო ტიპის დაწესებულება შექმნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათი ადამიანი ცხოვრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მაია შიშნიაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაუთმო იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ ფილმში სახლის ყოველდღიურობაზე საუბრობენ და საკუთარ ისტორიებს მოგვითხრობენ.
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო"